გაბაშვილი-მეღიმება როდესაც ვსაუბრობთ ნიკა მელიას ბრალდებებზე

გაბაშვილი-მეღიმება როდესაც ვსაუბრობთ ნიკა მელიას ბრალდებებზე

მეღიმება როდესაც ვსაუბრობთ ნიკა მელიას ბრალდებებზე. აბსოლუტურად მორღვეულია ლოგიკა, როდესაც ის დავით კეზერაშვილზე საუბრობს, რომელმაც სასამართლოები პარიზსა და ლონდონში მოიგო. ის არ საუბრობს კონკრეტულ ბიზნესმენზე, ის საუბრობს პირზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ უნდა იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა NGO-ს თავმჯდომარე, ის იყო პრეზიდენტი. ნიკა მელია ბრალდებების სროლაში ზოგჯერ ვოლსკის და ზაქარია ქუცნაშვილს ასწრებს. ეს განცხადება არის სრულიად აბსურდული.

ვიდრე იქ დარჩებოდა ნიკა მელია სადაც არის, იქამდე კვირის განმავლობაში სამჯერ, ოთხჯერ იცვლიდა პოზიციას, აქეთ და იქით.

ეს არის მცდელობა იმისა, რომ გაყოფის ფუნდამენტური საკითხებიდან გადავიტანოთ ყურადღება და არ ვისაუბროთ მათზე, მაგალითად პარლამენტში შესვლაზე.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები