Freedom House-სს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს-არჩილ თალაკვაძე

Freedom House-სს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს-არჩილ თალაკვაძე

“Freedom House-მა ასევე უნდა შეცვალოს ყველა ის ხარვეზი და ტენდენციური დასკვნა, რაც ანგარიშშია მოცემული. ასევე, ძალიან მიკერძოებულია შეფასებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. იცით, რომ მან საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და დაბრუნდა კერძო სექტორში, ამ ანგარიშში კი, სრულიად სხვა შეფასებებია გაკეთებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, Freedom House ამერიკული ორგანიზაციაა და საქართველოს ძალიან უფრთხილდება აშშ-თან ურთიერთობას. „როდესაც საუბარია მედიის თავისუფლებაზე, თითქოს ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებულია, გეტყვით, რომ შედარებაც არ შეიძლება წინა პერიოდთან, როდესაც მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული. დღეს ბევრად მეტი მედიასაშუალება გვაქვს, ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ. დღეს ხელისუფლებისადმი კრიტიკა არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ მედია საქართველოში არის თავისუფალი. მეორე პრობლემა რაც ვნახეთ, ეს არის უხეში შეცდომა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც საუბარია, თითქოს მან შეწყვიტა საპარლამენტო სხდომების ტრანსლირება. ეს არის არასწორი ინფორმაცია და ამაზე მითითების შემდეგ, ეს შეცვალა Freedom House-მა. სწორედ ამიტომ, ამ ორგანიზაციის ანგარიშს ყურადღებით გავეცანით და გავაკეთეთ ობიექტური რეაქცია. ეს მიკერძოებული ანგარიში ვერ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, მაგრამ Freedom House-ს მართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს. თუ ამ შეცდომებს არ შეასწორებენ, ეს მხოლოდ გამოიწვევს ამ ორგანიზაციის კვლევების მიმართ უნდობლობის გაღრმავებას, ნიჰილიზმის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ საქართველოსა და რეგიონში Freedom House-ის ინტერესებს დააზიანებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები