Foreign Policy – გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ შესაძლოა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი ჩაანაცვლოს

Foreign Policy – გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ შესაძლოა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი ჩაანაცვლოს

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ შესაძლოა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი ჩაანაცვლოს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Foreign Policy სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„გასულ კვირას გავრცელდა ხმები, რომ რექს ტილერსონი თანამდებობას დატოვებს, მის ადგილს კი, ნიკი ჰეილი დაიკავებს“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა და მოქმედმა ჩინოვნიკებმა გამოცემას ასევე განუცხადეს, რომ ამგვარი ხმების გავრცელების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ რექს ტილერსონი იშვიათად ჩნდება საჯაროდ და მის მხრიდან შემცირდა განცხადებების გაკეთება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა.

„საოცრად შესამჩნევია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი საჯაროდ არაფერს საუბრობს საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ფუნქციონერმა მაიკლ ფუქსმა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები