“ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე არჩვენბის მიმდინარეობას აფასებს. როგორც აბესაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე “ქართული ოცნების” კოორდინატორები მერიის თანამშრომლების იდენტიფიკაციას ახდნენ მივიდნენ თუ არა ისინი არჩევნებზე.
„წინასაარჩვენო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთ უსერიოზულეს პრობლემად რჩებოდა და არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობდა ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, განსაკუთრებით თბილისის მერიის სისტემაში დასაქმებულ პირებზე, რომ მათ ხმა უნდა მიეცათ მმართველი გუნდის სასარგებლოდ სხვა შემთხვევაში ისინი დაკარგავდნენ სამსახურს.
გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ 12 საათამდე ხდება ადმინისტრაციული რესურსსის გამოყენება და იძულება, რომ გამოცხადნენ საარჩევნო უბნებზე და ამას ადასტურებენ ის ადამიანები, რომლებიც არჩვნების მიმდინარეობას აკვირდებიან ევროპული საქართველოს სახელით. ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნებზე უხეში დარღვევები მიმდინარეობს. ქართული ოცნების კორდინატორები, რომლიებიც აღრიცხული არიან დამკვირვებლებად და აღრიცხავენ და ინიშნავენ მოსული ადამიანების სახელსა და გვარს. ცესკომ გააკეთა განცხადება, რომ ეს არის კანონიერი ქმედება და მოუწოდა ადმინისტრაციების წარმომადგენლებს ხელის არ შეუშალონ „ქართული ოცნების“ კორდინატორებს ხალხის აღრიცხვაში. ეს არის უხეში კანონდარღვევა და არ არის საჯარო ინფორმაცია კონკრეტულმა ადამიანმა მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. შეიძლება დავითვალოთ არჩევნებში მონაწილე ადამინთა რაოდენობა მაგრამ არ უნდა ვაკონტროლებდეთ კონკრეტულმა ადამიანმა მიიღო თუ არა მონაწილეობა.
ამას რა თქმა უნდა ხელს არ უნდა უწყობდეს ცესკო, ანუ „ქართული ოცნება“, საარჩვენო კომისიები, შეთანხმებით მოქმედებენ, რომ იყოს კონტროლი მერიის თანამშრომლებზე.
ჩვენ ყველა ადამიანს მოვუწოდებთ მივიდნენ არჩვენზე და რაც მთავრია ხმა მისცენ იმ პარტიას, რომელიც მათი ნების შესაბამისია“- განაცხადა ირაკლი აბესაძე.