ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტში პლაკატი მიიტანეს წარწერით “ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია”.

ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტში პლაკატი მიიტანეს წარწერით “ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია”.

ევროპული საქართველოს წევრებმა პარლამენტში პლაკატი მიიტანეს წარწერით “ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია”. პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალი კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. პარტია კონსტიტუციაში მთელ რიგ ცვლილებებს აპროტესტებს.

პარტიის ამ განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა:

“რაც შეეხება თქვენ მიერ გადმოფენილ პლაკატს, ძალიან სწორად გადმოფინეთ ეს პლაკატი, ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია თქვენი ბრენდია და სიმბოლურია, რომ სწორედ თქვე წინ არის ეს ჩამოკიდული. კონსტიტუცია, რომელსაც ჩენ ვიღებთ, სარგებლობს სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით: პირველი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ის ჩვენ შევათანხმეთ საზოგადოებასთან, მას აქვს პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის მხარდაჭერა”.

მან ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შენიშვნასაც უპასუხა იმ პარტიების შესახებ, რომლებიც, მმართველი გუნდის განცხადებით, კოალიციაში შედიან და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ

“მე კიდევ ერთხელ ჩამოვუთვლი ბატონ გიგას და კოლეგებს, რომლებსაც მათ პარტიებზე არსებობის მეტი ისტორია და გამოცდილება აქვთ, ეს არის სოციალ-დემოკრატები, მწვანეები, კონსერვატორები, მრეწველები და ასევე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილმა სწორად აღნიშნა, როცა ის მხარდაჭერაზე საუბრობდა, მან საკუთარ თავზე ისაუბრა, მაგრამ პარტიის წარმომადგენელიც არის”, – თქვა თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები