ევროპული საქართველოს” მხარდამჭერს შახალი მაქსომოვის ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბოლნისში “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერს შახალი მაქსომოვის ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ “ევროპულმა საქართველომ” განცხადება გაავცელა, სადაც ნათქვამია:
“დღეს, 3 ოქტომბერს, ბოლნისში ევროპული საქართველოს მხარდამჭერს შახალი მაქსომოვს თავს დაესხა ორი უცნობი პიროვნება. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ თავდამსხმელებმა დააზიანეს პარტიის სააგიტაციო ავტომობილი. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მსგავს მეთოდებს მიმართავს მისთვის საშიში კანდიდატების მოსაშორებლად“.
“ევროპული საქართველო” დამნაშავეების სწრაფად გამოვლენას და დასჯას მოითხოვს“.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

„ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ძლიერი მეგობრობის დადასტურებაა“-არჩილ თალაკვაძე

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია“ მიიჩნევს, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) ანგარიშში შეტანილი აქვს არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაცია.
