„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

„დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება პოლიტიკური დევნილების და პოლიტიკური პატიმრების გარეშე. მოვისმინე ბევრი ქილიკი და აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიჭირეს, ნუ გვიხარია ეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს”, – ამბობს გიგი უგულავა.

თბილისის ყოფილი მერის აზრით, საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების შანსი დაბალია.

კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები