ევროპული საქართველო ქუთაისში ბაღების დირექტორების საარჩევნო კამპანიაში ჩართულობაზე ლაპარაკობს

ევროპული საქართველო ქუთაისში ბაღების დირექტორების საარჩევნო კამპანიაში ჩართულობაზე ლაპარაკობს

წინასაარჩევნო პროცესში ბაღების დირექტორების ჩართულობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ევროპული საქართველოს ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი გია თევდორაძე ლაპარაკობს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

“ქართული ოცნება კვლავ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, შტაბში ხდება ერთჯერადი მატერიალური დახმარებების გაცემა, ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის შეკრებაზე ბაღების გამგეებს და თანამშრომლებს მისვლა დაავალეს”,-განაცხადა გია თევდორაძემ.

ბრალდებას სიცრუედ აფასებენ ქართულ ოცნებაშიც და ქუთაისის ბაგა-ბაღების სააგენტოშიც.

“ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადება ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო ბრალდება და წინასაარჩევნოდ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა”, – განაცხადა ,ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის იურისტმა გოჩა ავალიანმა.

რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია ბაღების დირექტორების ქართული ოცნების მერობის კანდიდატ კახა კალაძის სასარგებლოდ აგიტაციაში ჩართვის შესახებ. ამ საკითხზე განცხადება განათლების მინისტრმაც გააკეთა. ცესკოს თავმჯდომარემ კი დღეს თქვა, რომ ამ ინფორმაციას ცესკოში სწავლობენ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები