„ევროპული საქართველო“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პროგრამას უკავშირებს.

„ევროპული საქართველო“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პროგრამას უკავშირებს.

„ევროპული საქართველო“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პროგრამას უკავშირებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში გადასახადების განახევრების დაპირებით მოვიდა, თუმცა სამთავრობო გუნდი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს.

ჭიაბერაშვილის თქმით გამოსავალი ,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაა, რომელიც მოქალაქეების შემოსავლების გაზრდაზეა ორიენტირებული. იმ შემთხვევაში თუ ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება, გამოთავისუფლებული თანხებით შესაძლებელი გახდება პენსიების, ასევე ვეტერანებისა და შშმ პირებისთვის დახმარების გაზრდა.

სემეკის დადგენილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით ძვირდება. დღგ-ს ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს. დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

სექტემბერში ზურაბ ჭიაბერაშვილმა დენის ტარიფის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები