ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” ნაწყვეტის ქართულად წაიკითხა.

“მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია”, – ამბობდა ვაჟა”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

სიტყვით გამოსვლა დონალდ ტუსკმა ქართულ ენაზე დაასრულა: “დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს”, – განაცხადა ტუსკმა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დანგრევა დიდი პოზიტიური მოვლენა იყო საქართველოს, პოლონეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე სიტყვით უკვე გამოვიდა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები