ევროპულ საქართველოს პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.პარტიის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს თქვა, რომ პარტია წინასწარი დასკვნების გაკეთებას არ გეგმავს, თუმცა მკაფიო დეტალების ცოდნა აუცილებელია. მათ შორის: რით დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ახმედ ჩატაევის ჯგუფთან, ასევე მისი კავშირი სირიასთან. ევროპულ საქართველოს კითხვები აქვს სამართალდამცველების მხრიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ქმედებების გამოყენებასთან დაკავშირებითაც.
“რით დასტურდება ახალგაზრდის კავშირი ჩატაევის ჯგუფთან, თუნდაც სირიაში მისი კავშირები. ამ საქმის თაობაზე ჩვენ ვთხოვთ შესაბამისს სტრუქტურებს, გასცენ ძალიან მკაფიო პასუხები.
მეორე კითხვა გვაქვს სამართალდამცველებთან: ჩვენ ვნახეთ, რომ გამოყენებული იყო სიცოცხლისთვის სახიფათო ძალა. სწორედ ამიტომ გვაინტერესებს მეტი დეტალი ამ ეპიზოდთან დაკავშირებით. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რაც უფრო დამალავს დეტალებს, კითხვები გაღრმავდება. კადრებში ვიხილეთ, რომ ბალიშზე იყო სისხლი, ოჯახის წევრი ამბობს, რომ ამ ახალგაზრდას ეძინა და ამ ვითარებაში მოხდა გასროლა. ეს დეტალები აუცილებლად საჭიროებს დამატებით განმარტებებს სამართალდამცავების მხრიდან და ჩვენ ამ განმარტებებს ველოდებით”, – თქვა ნადირაშვილმა.
გუშინ გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-შიაცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. ისინი ამბობენ იმასაც, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის მთავრობის უპრეცედენტოდ პოზიტიურ და მაშტაბურ ინიციატივას მცირე მეწარმეებთან დაკავშირებით და მხარს დაუჭერს მას.

ელენე ხოშტარია – გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ მორიგი ტალახის სროლა, მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც დღესაა

ირაკლი სესიაშვილი: ნატო-ს ასამბლეაზე საქართველო დასახელდა, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში
