ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტრო საგარეოს შეუერთდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტრო საგარეოს შეუერთდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის ცნობით, გაერთიანებული სამინისტროების მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.

“ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები