ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში – EIB გიორგი გახარიასთან შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება

ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში – EIB გიორგი გახარიასთან შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება

“ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში”, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ოფიციალურ “ტვიტერში” წერია.

EIB-ის “ტვიტში” აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტ ლილიანა პავლოვასა და საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელზეც საუბარი შეეხო ჯანდაცვის სექტორში დაუყოვნებლივ გასატარებელ რეაგირების ზომებსა და ეკონომიკური პოზიციების აღდგენის მხარდაჭერას.
“ევროპის გუნდის სახელით, ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულ ვალდებულებას იღებს ახალი კორონავირუსის კრიზისზე რეაგირების მოკლე და საშუალოვადიანი რეაგირების ფარგლებში საქართველოს საჭიროებების მხარდაჭერის კუთხით და ესაა – ქართული ბიზნესის ხელშეწყობა, ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და არსებული პროექტების დაჩქარებული განხორციელება”, – აცხადებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტი, ლილიანა პავლოვა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები