ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ლილიენ მორი პასკიეს განცხადებით, საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული რეფორმების გზაზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიენ მორი პასკიე მიესალმა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს.

„მიმდინარე კვირაში ჩვენ ვუმასპინძლებთ საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა მეთაურებს. ეს ქვეყნები ევროპის საბჭოს მხოლოდ 20 წლის წინ შემოუერთდნენ, თუმცა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა მეთაურების მიმართვები საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოადგენს არა მხოლოდ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მჭიდრო თანამშრომლობა, არამედ შესაძლებლობას, გავიხსენოთ ჩვენს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყნებში უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ვალდებულებები, ვინაიდან დემოკრატია და ადამიანის უფლებები მოითხოვს მუდმივ მუშაობას და თითოეული ჩვენგანის მტკიცე ერთგულებას. ამგვარად, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენი საერთო ევროპული სახლის გაფართოებას, რომლის დაარსების 70-ე იუბილეს მომავალ თვეში აღვნიშნავთ“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით 10 აპრილს მიმართავს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 8-12 აპრილს, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო (PACE) სესიის მუშაობაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები