ევროკომისია მხარეებს ახლო აღმოსავლეთში იარაღის გამოყენების შეწყეტისკენ მოუწოდებს

ევროკომისია მხარეებს ახლო აღმოსავლეთში იარაღის გამოყენების შეწყეტისკენ მოუწოდებს

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისი ევროკავშირზე ახდენს გავლენას, შესაბამისად, ევროკომისია ჩართულ მხარეებს იარაღის გამოყენების შეწყეტისკენ მოუწოდებს, რათა დიალოგისთვის განთავისუფლდეს ადგილი.

ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„მიმდინარე კრიზისი ღრმა გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ ყველა ჩვენგანზე. იარაღის გამოყენება უნდა შეჩერდეს, რომ დიალოგისთვის ადგილი განთავისუფლდეს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დღეს, ევროკომისრების კოლეგიის სპეციალური სხდომა გაიმართა, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილებოდა.

kvira.ge
კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები