ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება – მოვუწოდებთ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ

ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება – მოვუწოდებთ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიჭებულ მანდატებს, რაც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია.

დღეს, საქართველოში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გამოაცხადა, რომ მისი პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში შევლენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს. ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები