“ევროკავშირის სოლიდარობას და პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს, რაც მოსახლეობის 80 პროცენტს არათუ ესმის, კიდეც იზიარებს”

“ევროკავშირის სოლიდარობას და პარტნიორობას ალტერნატივა არ აქვს, რაც მოსახლეობის 80 პროცენტს არათუ ესმის, კიდეც იზიარებს”

მართალია, ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება აქვს, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება, ცალმხრივი, აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში ცრუ წარმოდგენები არ გააჩინოს.

„მართალია, ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება აქვს, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი, აუხსნელი გადაწყვტილებები, შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარი ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია და ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად. თუმცა, საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. ევროკავშირის სოლიდარობას და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლოების 80%-ს არათუ ესმის, კიდეც იზიარებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ახალი ვითარება იქმნება და საქართველოს სტაბილურობა, უსაფრთხოება მეტად იქნება დამოკიდებული ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო.

„ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში ახალი ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დამოკიდებული ევროპაზე, ვიდრე აქამდე იყო. როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ვპირიდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში, ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განცხადების შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები