ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დღეს სამიტს გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დღეს სამიტს გამართავენ

დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ლიდერების საუბრის მთავარი თემა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში არსებული შეფერხებები იქნება. ასევე განხილავენ ე.წ. ვაქცინის პასპორტების საკითხსაც.

ევროკავშირის ლიდერები ისაუბრებენ ევროკავშირის ურთიერთობაზე რუსეთთან და თურქეთთან. ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთებით ბოლო პერიოდში, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო დაიძაბა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე ისაუბრბენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. სამიტში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები