ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც დღესაა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც დღესაა

ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019″-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენციის – „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” ფარგლებში, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
კარლ ჰარცელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გადადგმული ღონისძიებები.
„ევროკავშირთან ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მჭიდრო როგორც ის დღესდღეობითაა. აღნიშნული დასტურდება იმ რეფორმებით და წარმატებებით, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლებში. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაში თანამშრომლობის ყველა სფეროში”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ღონისძიების პანელის საპატიო სტუმრის განცხადებით, საქართველოს პოტენციალის სრული გამოყენებისთვის და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის ზრდა ეკონომიკაში.
კარლ ჰარცელმა ასევე იაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე და მის დადებით ეფექტზე ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით.
„DCFTA ამბიციური შეთანხმებაა. ეს არის ხერხემალი რეფორმებისა, რომელიც არ არის მხოლოდ ორმხრივი ფორმატი, ის ასევე სახავს ოქროს სტანდარტს მსოფლიო ვაჭრობისთვის, რაც საქართველოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის მსოფლიოს ამა თუ იმ ბაზარზე წვდომისთვის”, – განაცხადა ელჩმა.
როგორ კარლ ჰარცელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 2018 წელს ევროკავშირის მხარემ საქართველოსთან რეკორდული რაოდენობის კონტრაქტები გააფორმა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობის მოცულობამ და ტურისტულმა ნაკადებმა ევროპიდან. ელჩმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ პრიორიტეტული იქნება ისეთი კლასტერული მიმართულებების ხელშეწყობა, როგორიცაა საშუალო და მცირე ბიზნესი, ტურიზმი, პროფესიული განათლება და ტრეინინგები, ასევე, ავეჯის წარმოება, ინტერიერის დიზაინი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ორგანული თესლები და ა.შ. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, აღნიშნულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ორმხრივი კონსულტაციები ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირის კომისარის სესილია მალმსტრომის თბილისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გაგრძელდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები