ევროკავშირის 7-8 ქვეყნისგან შეპირებაა, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვაქცინის, ვიდრე სჭირდებათ და როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ

ევროკავშირის 7-8 ქვეყნისგან შეპირებაა, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვაქცინის, ვიდრე სჭირდებათ და როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ

ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ვაქცინა პოლიტიკურ იარაღად გადაიქცა და ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელშია.

„ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში, წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა „კოვაქსიდან“, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებელთან. ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად და არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები