“ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს”

“ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს”

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერი მაია კოჟიანჩიჩი საუბრობს. ​მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა მაია კოჟიანჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმშია გახსნილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები