ევაკუაციის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

ევაკუაციის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

ევაკუაციის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად, ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები