ეცერი-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.

ეცერი-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.

ეცერი-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ112-კმ188 ეცერი-უშგულის მონაკვეთზე შევიწროვებულია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,-აცხადებენ დეპარტამენტში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები