„ეთერიდან რომ იგინება ადამიანი და საზოგადოებას აგინებს, აქ როგორ მოქმედებს ეს კანონი?“

„ეთერიდან რომ იგინება ადამიანი და საზოგადოებას აგინებს, აქ როგორ მოქმედებს ეს კანონი?“

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტებს პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებების ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. სწორედ ის წარადგენს სხდომაზე ცვლილებებს.

26 აპრილს, საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ორი კანონპროექტი, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება. მათგან ერთი შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებში შესატან ცვლილებებს. ცვლილებების სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. ხოლო მეორე კანონპროექტი მიხედვით, დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლში.

კანონპროექტის ირგვლივ კითხვები აქვთ დეპუტატებს. უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა ეს ცვლილებები გავრცელდეს ტელეეთერიდან გინებაზე და ჩაითვლება თუ არა ხულიგნობად.

„მე ერთი შეკითხვა მაქვს, რასაკვირველია, შეიძლება ეს ხუმრობით ვთქვა და გავანეიტრალო ეს მდგომარეობა. წვრილმან ხულიგნობაში ითვლება გინება ხომ? და ამისათვის კაცი დაისჯება, და ეთერიდან რომ იგინება ადამიანი და მთელ საზოგადეობას აგინებს და შეურაცხყოფს, აქ როგორ მოქმედებს კანონი ის მაინტერესებს?, “- დასვა კითხვა ლადო კახაძემ.

კანონპროექტების ავტორმა ანრი ოხანაშვილმა მას უპასუხა, რომ თუ ეს გამოიწვევს საზოგადეობრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევას, მაშინ შესაძლებელია მოხდეს მისი აღსრულება.

„იმისათვის რომ შეფასდეს წვრილმან ხულიგნობად ქმედება, ამისთვის საჭიროა ლანძღვა-გინება, რამაც გამოიწვია საზოგადობრივი წესრიგისა და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. ეს თუ გამოიწვია იქნება ეს ტელევიზიით თუ კონკრეტულ ადგილას ამისი აღსრულება შესაძლებელია და შეიძლება მოხდეს, “- ამბობს ანრი ოხანაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები