ესთეტიკური მედიცინის კლინიკა – „სკინ კოდი“ და მედიაჰოლდინგი „კვირა“ ახალ პროექტს, რუბრიკას – „სილამაზის ფორმულა“ წარმოგიდგენთ

ესთეტიკური მედიცინის კლინიკა – „სკინ კოდი“ და მედიაჰოლდინგი „კვირა“ ახალ პროექტს, რუბრიკას – „სილამაზის ფორმულა“ წარმოგიდგენთ

ესთეტიკური მედიცინის კლინიკა – „სკინ კოდი“ და მედიაჰოლდინგი „კვირა“ ახალ პროექტს, რუბრიკას – „სილამაზის ფორმულა“ წარმოგიდგენთ, სადაც კლინიკის საქართველოში სპეციალურად მოწვეული მთავარი ექიმი, კოსმეტოლოგი და ტრიხოლოგი იულია ჩერნაია, თავის სპეციალისტებთან ერთად, ქართველ მკითხველს სასარგებლო რჩევებს სისტემატურად მიაწვდის და შეეცდება, თითოეულ ჩვენგანს  წარმატების მისაღწევად  სილამაზისა და ჯანმრთელობის საკუთარი „კოდის” პოვნა გაუმარტივოს.

უკრაინელი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და, ახალი რუბრიკის მეშვეობით, თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს.
თუმცა, სანამ კონკრეტულ რჩევებამდე მივალთ, იულია ჩერნაია მოგვიყვა,  ვის  სჭირდება ესთეტიკური მედიცინის მომსახურება და რას მოგვიტანს ის?

თქვენი კლინიკა საქართველოში  შარშან გაიხსნა. როგორც ვიცი, დაწესებულება მრავალი წელია, წარმატებულად არსებობს უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში… რამდენად საინტერესოა თქვენთვის საქართველოს ბაზარი?

ერთი წლის წინ, როდესაც საქართველოში კლინიკის გახსნა გადავწყვიტეთ,  ასეთი ამოცანა გვქონდა –  მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა მაღალი ხარისხის მომსახურება.  ჩვენ შევისწავლეთ ქართული ბაზარი და, ესთეტიკური მედიცინის რამდენიმე მსხვილ დაწესებულებას თუ არ ჩავთვლით,  თქვენს ქვეყანაში არსებული კლინიკები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაეფექტურ მომსახურებას უწევენ მომხმარებელს.  პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ მხრივ  არასახარბიელო სიტუაცია დაგვხვდა.  ამიტომ, გადავწყვიტეთ,  შეგვექმნა კლინიკა, რომელიც არ იქნებოდა ძალიან დიდი და იქნებოდა კონკრეტულ სერვისებზე, კონკრეტულ მომხმარებელსა და ეფექტურ შედეგებზე  გათვლილი.

გულწრფელად გეტყვით, როდესაც საქართველოს სიტუაცია წინასწარ გამოვიკითხე, მითხრეს, რომ აქ აზრი არ ჰქონდა ბიზნესის წამოწყებას; მარწმუნებდნენ, რომ ხალხს ფული არ აქვს, თუმცა ეს მე თავიდანვე არ დავიჯერე.  ვფიქრობ, მათ, უბრალოდ, სჭირდებათ დასაბუთებული ცოდნა, რომ კოსმეტოლოგია მათთვის მნიშვნელოვანია და როდესაც აქ ფულს ხარჯავენ, ზუსტად უნდა იცოდნენ, ეს რა შედეგს მოუტანთ… ანუ, მომსახურება, უპირველესად, საჭირო უნდა გახდეს მათთვის და არჩევანის სიზუსტეშიც  დარწმუნდნენ.
შესაბამისად,  თავიდანვე მივიჩნევდი და ახლაც მიმაჩნია, რომ საქართველოში პრობლემა მომხმარებლამდე ინფორმაციის სწორად მიწოდებაშია და თუკი  კლინიკის მხრიდან მომხმარებლის მოთხოვნის სწორი ფორმულირება მოხდება,  ის სერვისების მიღების გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს.

გადავიდეთ მთავარზე – გამომდინარე აქედან, რა სერვისებს აწვდით დღეს ქართველ მომხმარებელს?

უპიველესად, რა თქმა უნდა, დერმატოლოგისა და კოსმეტოლოგის კონსულტაციას, რომლებიც თავიდანვე განსაზღვრავენ პაციენტების საჭიროებების შესაბამის მკურნალობის კურსს.  ეს შეიძლება, იყოს ბიორევიტალიაზაცია, სახის კონტურინგი, ლაზმოლიფტინგი და პლაზმოგელი, ბოტულინოთერაპია, ჭარბოფლიანობის მკურნალობა, სახისა და სხეულის მეზოთერაპია, ბიორეპარაცია, ლიფტინგი მეზოძაფების მეშვეობით და სხვა.
კლინიკაში უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი შესაბამისი კაბინეტები გვაქვს და გვყავს სპეციალისტები, რომლებსაც ძალიან მაღალი კვალიფიკაცია აქვთ.
გაგვაჩნია კონტურული პლასტიკის პროცედურა და სპეციალისტები, რომლებიც უზადოდ ფლობენ მოცულობითი კორექციისა და ვექტორული ლიფტინგის უნარ-ჩვევებს. ისინი ქართველ მომხმარებლებს  ჰარმონიის მიღწევაში მოკლე დროში ეხმარებიან.

მერწმუნეთ, ღაბაბის ან ნიკაპის მოდელირებით, ტუჩების ან ცხვირის ფორმის მცირე შესწორებით, შესაძლოა,  თქვენი სახე საზოგადოებაში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად, სრულყოფილად ლამაზი გახდეს.

თუმცა, დამეთანხმებით,  მთავარი სილამაზე  მაინც თითოეული ჩვენგანის უნიკალურობა და განუმეორებლობაა. ამიტომ, ჩვენი კლინიკის ექიმები კონტურული პლასტიკის მეთოდის დროს   არ ივიწყებენ პაციენტების ინდივიდურ სილამაზეს და ყოველთვის იღებენ უნიკალურ, ჰარმონიულ სახის ნაკვთებს,  რომელსაც მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგი ექნება. ვფიქრობ, „სკინ კოდი“ სხვა კლინიკებისგან ამითაც გამოგვარჩევს.

თქვენ 20 წელია, ამ სფეროში ხართ და არაერთ ქვეყანაში  სხვადასხვა ეროვნების ქალებთან გქონიათ შეხება… რას იტყვით ქართველებზე,  რამდენად მაღალია ჩვენთან თავის მოვლის კულტურა?

ქართველებს ძალიან ლამაზი ქალები გყავთ, თუმცა აქ ვაწყდები ერთ საერთო პრობლემას: ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ დაბერების პროცესის შეჩერების მთავარი გზა ინექციური მეთოდია, მათ შორის – ბოტოქსი… კანზე „მუშაობა“ კი უმეტესად ეზარებათ. მიიჩნევენ, რომ სოლარიუმით კანის გარუჯვა, რომელიც მის ნაკლს დროებით ფარავს,  გამოსავალია.  რუჯს შეიძლება, „დავეხმაროთ“ კოსმეტოლოგები, რომ  კანის სტრუქტურა შეინარჩუნოს, თუმცა  ის ჩვენი ნამდვილი სილამაზის გარანტი ვერ იქნება.

 დაბერების მთავარი გამოხატულება არ არის ნაოჭები – დააკვირდით, ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავს ღიმილისას ბუნებრივი ნაოჭი ამშვენებს, ეს ინდივიდური მიმიკაა, ეს ნორმალურია… სინამდვილეში, ამ ბუნებრივ ნაოჭს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ, უბრალოდ, მოვუაროთ კანს.
ქართველ მომხმარებელს ხშირად ავიწყდება,  რომ მთავარია, კანი ბრწყინავდეს, იყოს გადაჭიმული, მოვარდისფრო, სუფთა, პიგმენტური ლაქებისა და ფორების გარეშე. სწორედ ეს არის მოვლილი კანი!  ჩემი აზრით, მისი სილამაზის სწორედ მოვლაში გამოიხატება.

მე ძალიან მიხარია, რომ მომეცემა დამატებითი შესაძლებლობა,  თქვენი მედიაჰოლდინგის მეშვეობით  ქართველ მომხმარებელს სისტემატიკურად მივაწოდო ინფორმაცია თავის მოვლის წესებთან დაკავშირებით, მივცე რჩევები და გარკვეულწილად,  შესაძლებლობაც, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისკენ. რუბრიკა – „სილამაზის კოდი“ ასეთ სტატიებს კვირაში ორჯერ შემოგთავაზებთ და დარწმუნებული ვარ,  ის აუცილებლად იქნება თქვენთვის სასარგებლო.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ესთეტიკური მედიცინა ფართო ცნებაა და სილამაზესა და ჯანმრთელობასთან ასოცირდება. წარმატებისკენ მიმავალ საფეხურებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დახვეწილი ვიზუალი და ესთეტიკური მხარეა. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მუხტი, რაც ქალსა თუ კაცს  დასახული მიზნების მისაღწევად  თავდაჯერებულობასა და გამბედაობას მატებს.

არსებობს თუ არა “სილამაზის ფორმულა” და არის თუ არა შესაძლებელი  მისი გასაღების პოვნა?

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ “სილამაზის ფორმულა”  ნამდვილად არსებობს და ის პირველად პითაგორამ გამოთვალა. ის ამტკიცებდა, რომ  სილამაზის საიდუმლო და გარესამყაროს ჰარმონიის ფორმულა ამოიხსნა, რაც მათემატიკურ გამოთვლებში ჯდება… ცნობილია, რომ “სილამაზის ფორმულას” აქვს რიცხობრივი გამოხატულება და დაშიფრულია როგორც –  1:1,618. 
დააკვირდით, მცენარეებს, ცხოველებს, ადამიანებს და ყველაფერ  მშვენიერს ბუნებაში თავისი  კრიტერიუმები, ე. წ  სილამაზის საზომი  აქვს. აქედან გამომდინარე, ვაფასებთ მათ, ვარქმევთ სახელებს,  ვამკვიდრებთ აზრს…
კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ ლამაზი სახისთვის დამახასიათებელი ნიშანია, როდესაც პირის სიგანე ზუსტად 1,618-ით მეტია ცხვირის სიგანეზე. სტომატოლოგებმა კი, თავის მხრივ, შეამჩნიეს, რომ წინა კბილები ყოველ მომდევნო კბილებზე ზუსტად 1.618-ით ფართოა და ა.შ.

ასე რომ,  ბუნებაში არსებობს ეს დამკვიდრებული სტანდარტები, რომლებიც ლამაზ სურათს გვიქმნის და რომლისკენაც ჩვენ, ყველა   ხშირად მივილტვით…

თუკი  მე მკითხავთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ყველა ჩვენგანმა მიიაღწიოს ამ „ოქროს სტანდარტს“, მაშინაც კი, თუ სამყარომ ბუნებრივი სილამაზე არ გვიბოძა, ჩემი პასუხი იქნება:  დიახ, რა თქმა უნდა!

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები