“ეს მივწერე კიდეც მელაძეს… სერიოზულად ვერ დავწერ ამ იაფფასიან სისულელეზე… ისევ მეგრული სიტყვა ჯობია – “ლაგვა” – ეკა ბესელია

“ეს მივწერე კიდეც მელაძეს… სერიოზულად ვერ დავწერ ამ იაფფასიან სისულელეზე… ისევ მეგრული სიტყვა ჯობია – “ლაგვა” – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ის გუშინდელ ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“ერთი არაჩვეულებრივი მეგრული სიტყვა გამახსენდა – “ლაგვა” გუშინდელი “რუსთავი 2”- ის სახლების სერიალზე. ეს სიტყვა ზუსტად შეესაბამება იმ სიუჟეტის ავტორებს. სერიოზულად ვერ დავწერ ამ იაფფასიან სისულელეზე და სიცრუეზე. აჩვენეს სახლი, რომელიც ჩემი ძმის მიერ შეძენილია (ერთადერთი სხვათაშორის) მისთვის და დედაჩემისთვის. ერთადერთი ძველი და სადა სახლი, რომელიც გააფორმეს ფოტოეფექტებით, მძაფრი მუსიკალური ფონით, აჩვენეს აივანზე ძველი ავეჯი და იქვე ,,ბრძნული,, დასკვნა – “სარემონტო სამუშაოები ტარდებაო” . რომ არ იწვალოთ გეტყვით, რომ გაყიდული თბილისის ბინის ძველი ავეჯია ეგ. მართლა რა სასაცილოები ხართ, რამ გათქმევინათ მსგავსი სისულელე, რომ ქონების გადამალვის გამო დედას გვარი შეუცვალაო?! – სირცხვილია, ჩაეხედათ მაინც ოფიციალურ დოკუმენტებში.  ჩაიხედეს და ნახეს, რომ გვარი შეცვლილი არა აქვს რეესტრით, ამიტომაც ეს დამალეს. მელაძეს ეს მივწერე კიდეც, რომ არ ეთქვათ არ იცოდნენ.
ორაგველიძე დედის ქორწინებამდელი გვარია, ხოლო ბესელია – მეუღლის გვარი. ეს ბევრი წელია ასეა და თავად ორივე გვარს ატარებს.  უნდოდა წლების წინ ქორწინებამდელ გვარზე დაბრუნება და ვერ მოახერხა. მეც ვერ მოვიცალე. გვარის გადამალვა რომ გვდომოდა (ან დასამალი რა იყო) ბესელიას გვარზე მყოფი დედის სახელზე გაფორმდებოდა? თუ ბესელიას გვარზე უფრო დაიმალებოდა? როგორ გაიხლართეთ ამ ტყუილებში?! გვარის შეცვლა რომ არ მომხდარა ეს ოფიციალურ მონაცემებში პირადობასა და პასპორტში არ ჩანს?- ჩანს!!! 

საქმე იმაშია, წვალობს “რუსთავი 2” მისი პატრონის დავალებით 7 წელია რამე იპოვოს, მაგრამ ისევ რჩება საკუთარი სიცრუის ჭაობში.  იმ სიტყვას არ გამოვიყენებ, რაც გვარამიამ საკუთარ მდგომარეობას უწოდა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ…. ისევ მეგრული სიტყვა ჯობია “ლაგვა” . – წერს ბესელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე. 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები