“ეს ხალხი, 2012 წლამდე როგორც უნდოდა, ისე ხურავდა და აღებდა ტელევიზიებს”

“ეს ხალხი, 2012 წლამდე როგორც უნდოდა, ისე ხურავდა და აღებდა ტელევიზიებს”

„ეს ხალხი, 2012 წლამდე როგორც უნდოდა, ისე ხურავდა და აღებდა ტელევიზიებს“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ვიცე-სპიკერი, საზოგადოებრივი ტელევიზიის ირგვლივ ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებს შეეხო.

ეს ხალხი, 2012 წლამდე როგორც უნდოდა, ისე ხურავდა და აღებდა ტელევიზიებს, ყველა ცენტრალური მედიასაშუალება მათ ხელში იყო და დღეს, იგივე უნდათ, იმიტომ, რომ კითხვა არ მოეწონა მაჟორიტარობის კანდიდატს, უკვე „ნაციონალური მოძრაობიდან“, მიმართა კონკრეტულ ტელევიზიას, რომ დაიხურებიან არჩევნების შემდეგ. მეტი რაღა თქვას?!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვის სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა გუშინ, ნახიდურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოთქვა. ის პირველი არხის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა, რომელსაც პასუხი არ გასცა და შემდეგ თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაიხუროს. მოგვიანებით მისი შეხედულება სხვა ოპოზიციონერებმაც გაიზიარეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები