ეს იქნება უნიკალური, ტყით მოცული ყველაზე დიდი დასასვენებელი პარკი საქართველოში, სადაც საბაგირო გზით 7 წუთში იქნება შესაძლებელი მოხვედრა-გია ვოლსკი

ეს იქნება უნიკალური, ტყით მოცული ყველაზე დიდი დასასვენებელი პარკი საქართველოში, სადაც საბაგირო გზით 7 წუთში იქნება შესაძლებელი მოხვედრა-გია ვოლსკი

“ცოტა რამ თაბორის მთის შესახებ (გავრცელებული კლიპის გარდა): თაბორის მთის 40 ჰა ფართობის ტერიტორიაზე კომპანია გვთავაზობს ყველაზე მწვანე და ჯანმრთელი პროექტს, საზოგადოებრივ და სარეკრიაციო სივრცეს. დაგეგმილია მცირე ზომის ხელოვნური ტბის, ველო ბილიკების, სარბენი ბილიკების, გოლფის მოედნის, ჩოგბურთის მოედნის და სხვა რეკრეაციულ-სპორტული სივრცეების განლაგება. ამ პროცესში ჩართულია ბოტანიკოსთა და ბუნებისდამცველთა ჯგუფები. იგეგმება მწვანე საფარის განახლება- დაავადებული, ხმელი ხეების ჩანაცვლება. დაავადებული ხეების რაოდენობრივი მოცულობიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი ქართული და სხვა ჯიშის ხეები. 40 ჰა-ზე მოწყობილი საირეგაციო და სადრენაჟო სისტემის, ფუნქიოცნირებისთვის საჭირო ტექნიკური შენობები, რისთვისაც შერჩეულ იქნა მომიჯნავე 4000 კვ მეტრი მიწის ფართობის ტერიტორია. რაც საერთო ტერიტორიის 1 % შეადგენს.

ეს იქნება უნიკალური, ტყით მოცული ყველაზე დიდი დასასვენებელი პარკი საქართველოში, სადაც საბაგირო გზით 7 წუთში იქნება შესაძლებელი მოხვედრა.”-წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები