“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი უახლოესი ისტორიის და ჩვენს თაობასაც აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას”

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი უახლოესი ისტორიის და ჩვენს თაობასაც აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ. ძალიან ამაღელვებელია, როდესაც წარმოვიდგენთ, რომ 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა კრებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი უახლოესი ისტორიის და ჩვენს თაობასაც აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ერთიანობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, სიმბოლურია, რომ საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს გენერალ გიორგი კვინიტაძის, გამორჩეული მხედართმთავარისა და პატრიოტის ნეშტი.

წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება და ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები იღვწოდნენ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ეს სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა.

დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ისტორიასთან ერთად ვფიქრობთ მომავალზე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გზა გასავლელი ევროპაში ინტეგრაციისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით შეძლებს ამ გზის გავლას და გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. დღეს მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე და ხელისუფლება გაერთიანდეს იმ მნიშვნელოვანი მიზნების გარშემო, რომელიც გახლდათ ჩვენი წინაპრების ოცნება 1918 წლის 26 მაისს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები