“ეს ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს”

“ეს ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს”

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს. ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები.

მასში თავმოყრილი მონაცემები იძლევა იმის შეფასების საშუალებას, რომ ის არის იმდენად სახეცვლილი, რომ, გარკვეულწილად, პრობლემები იქმნება არსებულ იმუნიტეტთან – იქნება ხელოვნური თუ შეძენილი იმუნიტეტი. რეინფიცირების განვითარების ისევ მაღალი რისკი ექნებათ. ეს ახალი ტალღებით, ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხარო და რთული სცენარია. პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან, ეს „ომიკრონი“ იქნება, „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები