ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დავადასტურებთ – ირაკლი კობახიძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე

ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დავადასტურებთ – ირაკლი კობახიძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე

რაც შეეხება ჰააგის თემას, ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დავადასტურებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა, რითაც დავით ბაქრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავა, რომ ოპოზიციური კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას მუდმივი აგრესიისა და შეურაცხყოფის რეჟიმში წარმართავენ.

„საარჩევნო გარემო ჩვენ არავის არ მოგვწონს, არავის არ მოგვწონს ის, თუ როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები ამ საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია წარიმართება მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ეს ხელს არ შეუწყობს, ნამდვილად, პოლიტიკური კულტურის, საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა ეს კამპანია ევროპულ სტილში და ნამდვილად, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს, თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის, მე მას პირადად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები