„ეს არის მართლაც დიდი განაცხადი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური“-გია შარვაშიძე

„ეს არის მართლაც დიდი განაცხადი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური“-გია შარვაშიძე

„ეს არის მართლაც დიდი განაცხადი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური“, – ასე შეაფასა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ, მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ”.
„ძირითადი მიმართულება იქნება ხარისხის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ეს არის ის მიმართულება, რომელიც არის ევროპული მიმართულება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან საგანმანათლებლო ევროპულ სივრცეში და კვლევით სივრცეში. ეს არის მართლაც დიდი განაცხადი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ყველა თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული განაცხადი და ვუსურვებ ჩემს თავსაც, ჩვენს სტუდენტობასაც, პროფესურასაც, მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც, რომ ეს გეგმები განხორციელდეს“,- განაცხადა გია შარვაშიძემ.
ცნობისთვის, როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, “სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად“.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები