„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული…” – მამუკა ბახტაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული…” – მამუკა ბახტაძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოსა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გაიგივება კიდევ ერთი ანეკდოტია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი სააკაშვილის მხრიდან თქმული, საქართველოს და ვენესუელის პროცესები თუ ჰგავს ერთმანეთს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ვენესუელის პროცესები ერთმანეთს შეადარა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები