„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროცესი. დღეს, ვიდრე ოდესმე, პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით”-ბესელია

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროცესი.  დღეს, ვიდრე ოდესმე, პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით”-ბესელია

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროცესი.  დღეს, ვიდრე ოდესმე, პარლამენტიც და მთავრობაც განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ საკანონმდებლო პროცესში შეფასების და გავლენის ანალიზის მიმართულებით”,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ  მთავრობის ადმინისტრაციისა და  USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის   GGI-ის მიერ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, სადაც განხილული იყო რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები.

ეკა ბესელიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს წინასწარ კარგად იყოს გააზრებული და შეფასებული თუ რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის გადაწყვეტილება თუ საკანონმდებლო ცვლილება სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და თუ სხვა მიმართულებებით.

„ბოლო პერიოდში, პარლამენტი, მის მიერ ინიცირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი ყურადღებას აქცევს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას და იმ შესაძლო ცვლილებებს, რომელიც  ამ კუთხით განხორციელდება. პირველმა ნაბიჯებმა დაგვანახა, რომ  სადაც კი უფრო სიღრმისეულად დავინახეთ, როგორ შეიძლება წინასწარ გაიზომოს შესაძლო ცვლილებების მოსალოდნელი შედეგები, ამას გაცილებით უფრო უკეთესი იმპლემენტაციის პროცესი მოჰყვა”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემაში მოქალაქეთა ჩართულობის იმ ახალი სტანდარტის გაჩენა, რომელიც უკვე ინიცირებულია  პარლამენტში.

„ნებისმიერი კანონპროექტის, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის წინასწარ გამოქვეყნებას და  პარლამენტის ვებ-გვერდზე ატვირთვას, მოჰყვება  ჩვენი ვალდებულება – დავიწყოთ მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული  კომენტარების, შეფასებების და ანალიზის შეგროვებაა, და ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესში”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, განმარტებით ბარათს, კიდევ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება, რადგან ფორმალური დასაბუთება ვეღარ უძლებს დღევანდელ სტანდარტს.
„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე მართებული მიდგომა საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომ წინასწარ გაანალიზდეს და შეფასდეს ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ ცვლილებას”,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები