„ეს არის დაბალანსებული, მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონია“-ირაკლი კოვზანაძე

„ეს არის დაბალანსებული, მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონია“-ირაკლი კოვზანაძე

„ეს არის დაბალანსებული, მაკროეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული ბიუჯეტი, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონია“ – ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კოვზანაძე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო მომავალ წელს 740 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე წელს იხარჯება.
კოვზანაძის ინფორმაციით, მილიარდ 800 მილიონზე მეტია გამოყოფილი იმისათვის, რომ სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტები განახორციელოს.
„ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დეფიციტი გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული – 3%-იანი დეფიციტი, რაც ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, ჩვენ არ გვქონია. ბიუჯეტი 4,5 %-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზეა დაგეგმილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ასიგნებები ხარჯებისთვის მომდევნო, 2018 წელს გვექნება 12 მილიარდ 400 მილიონზე მეტი. პრაქტიკულად, მომავალ წელს დაიხარჯება 740 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ვხარჯავთ წლევანდელ წელს. მათ შორის, მინდა გითხრათ და ხაზი გავუსვა – მილიარდ 800 მილიონზე მეტია იმისათვის, რომ განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, დამაკავშირებელი პროექტები, საერთაშორისო მაგისტრალები და ის პროექტები, რომელიც მეზობელ ქვეყნებს აკავშირებს შავიზღვისპირეთთან. ეს ნიშნავს, დამატებით სამუშაო ადგილებს. ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რაც საქართველოს საერთაშორისო მისიას აკავშირებს. ეს ბიუჯეტი გამოირჩევა იმით, რომ არის სოციალურად ორიენტირებული, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, კიდევ დამატებით უზრუნველყოფს და გენერირებს სამუშაო ადგილებს“ – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები