“ეს ადამიანი არის სახელმწიფო დამნაშავე, რომელიც კონკრეტულ საქმეებსა და დანაშაულებზე იხდის სასჯელს”

“ეს ადამიანი არის სახელმწიფო დამნაშავე, რომელიც კონკრეტულ საქმეებსა და დანაშაულებზე იხდის სასჯელს”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის განცხადება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად წარმოჩენა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სამართლიანობის არაკეთილმოსურნეობა, არამედ ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან.

„ირაკლი კობახიძის განცხადება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა. რომც არ გავითვალისწინოთ დღევანდელი პოლიტიკური ჭრილი, ვფიქრობ, ეს არის ზუსტად საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ სახელმწიფოზე მოაზროვნე ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება. ეს ადამიანი არის სახელმწიფო დამნაშავე, რომელიც კონკრეტულ საქმეებსა და დანაშაულებზე იხდის სასჯელს. შესაბამისად მისი პოლიტპატიმრად წარმოჩენა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სამართლიანობის არაკეთილმოსურნეობა, არამედ ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები