”ერთობლივი პროექტით რაღაც სახე მიეცემა ელიავას ბაზრობას ისე, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს და მოსახლეობისთვისაც ხელსაყრელი იყოს”, – განაცხადა ზაზა მეტრეველმა.

ელიავას ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე, შესაძლოა, აღარ გადავიდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ, ზაზა მეტრეველმა განუცხადა, ბაზრობის ხელმძღვანელობას თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდა და დაპირდა, რომ ბაზრობა სხვა ტერიტორიაზე არ გადავა.
ზაზა მეტრეველის თქმით, ნარმანია მათ ასევე დაპირდა, რომ ტერიტორია ისე შეიცვლება, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და მოსახლეობაც კმაყოფილი იყოს.
”ერთობლივი პროექტით რაღაც სახე მიეცემა ელიავას ბაზრობას ისე, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს და მოსახლეობისთვისაც ხელსაყრელი იყოს”, – განაცხადა ზაზა მეტრეველმა.
მისივე თქმით, თბილისის მერის დაპირების თანახმად, ტერიტორიის გამწვანება მოხდება ბაზრობის გადატანის გარეშე.
”დაპირება იყო, რომ ბაზრობა ტერიტორიიდან არ გადავა. ჩვენ თვითონაც გვინდა, რომ უფრო მეტი გამწვანება იყოს”, – განაცხადა ზაზა მეტრეველმა.
მსგავსი სიახლეები

მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცა

“საქართველოში ჩამოვიდა ბელადის ბიძა, თემურ ალასანია! კაცი, რომელსაც თხემით ტერფამდე სძულს ქართველი ერი!”

ნათია მეზვრიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ქუჩური გარჩევის კრიმინალიზების შესახება ისაუბრა.
