ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი სამართალდამცავებმა საკრებულოს შენობასთან დააკავეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი სამართალდამცავებმა საკრებულოს შენობასთან დააკავეს. იგი სამართალდამცავებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. როგორც იოსელიანმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით არ განუმარტავთ თუ რის საფუძველზე დააკავეს იგი:
„ახლა ვარ ქალაქის სამმართველოში, არ ვიცი რას მედავებიან, ჩამსვეს ძალის გამოყენებით მანქანაში და გადამიყვანეს თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაში, პოლიციამ დაიწყო მუქარა მოქალაქეების წინააღმდეგ, ამ ძალადობის დროს იყო ძალიან უხეში დამოკიდებულება, გამოვესარჩლე ჩემს მეუღლეს და ალბათ ამ ფაქტმა გაანაწყენა ისინი, ჯერჯერობით მარტო მე ვარ დაკავებული, დანარჩენებზე ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. ჯერ არავის დავკავშირებივარ, თუ დამჭირდა ადვოკატის მომსახურებასაც მივიღებ, ალბათ ყველა ვარიანტში საჭირო იქნება, რადგან ტყუილად ესენი თავს არ შეიწუხებდნენ. არ ვიცი რის საფუძველზე მიიღეს ჩემი დაკავების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა „კურიერთან“ საუბრისას.