“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს, აღნიშნული საკითხის განხილვა დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება. ენმ-ში ამ ეტაპზე ბრძოლის ყველა მეთოდს, მათ შორის – აქციებსაც განიხილავენ.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ბარამიძის თქმით ისინი საბრძოლველად არიან განწყობილნი, ბრძოლის მეთოდს კი პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. ენმ-ში აცხადებენ, რომ ხმების დაცვისა და ხელისუფლების შეცვლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
“ჩვენ საბრძოლველად ვართ განწყობილი. კონკრეტულად ეს ბრძოლის როგორი მეთოდები იქნება, რა იქნება, მეორე ტურები, აქციები ან სხვა ფორმა ჩვენი საქმიანობისა, ამას ბუნებრივია, გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო, რომელიც შეიკრიბება,“ – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი გამოცემა – გერმანული “შპიგელი” საქართველოს ვიცე-პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

„მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“
