“ერთი ნაბიჯით წავედით წინ. ამას აღიარება უნდა განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან”

“ერთი ნაბიჯით წავედით წინ. ამას აღიარება უნდა განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან”

„მე, ლევან იოსელიანი, ჩვენი პარტია და ყველა, ვინც იყო ჩართული საარჩევნო რეფორმაში, პირნათელები ვართ ამ ქვეყნის მომავალთან. არც ცესკოსთან არის მიტინგი, არც გადადექის ყვირის არავინ, არც გაყალბდას  და არც ოქმების ფრიალი მიდის.  ჩვენი 30 წლიანი სამარცხვინო ტრადიცია დავასრულეთ, ერთი ნაბიჯით წავედით წინ. ამას აღიარება უნდა. რომ ზეიმობენ ოპოზიციაში, განსაკუთრებით იმ ხალხის მხრიდან. ჩვენ ნუ გვეტყვიან მადლობას. ჩვენ მადლობისთვის არ გაგვიკეთებია ეს“,-ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცადა.

მისივე თქმით, საარჩევნო მიმართულებით არსებული ხარვეზების ბოლომდე აღმოსაფხვრელად და გასასწორებლად სისტემური რეფორმების ჩატარებაა საჭირო.

რა თქმა უნდა, სისაძაგლეები რჩება, მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და ესეც თავისით არ მოგვარდება. აქაც მუშაობა და სისტემური რეფორმაა საჭირო. ჩვენ ასევე გვლანძღავდნენ, როდესაც ვამბობდით, რომ  ეს არჩევნები არ მიგვაჩნდა რეფერენდუმად.  ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და ეს ნიშნავს კონკრეტული ადამიანების პრობლემების მოგვარებს არჩევნებს. ვამბობდით, მოდით, ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ თბილისშიც და სხვაგანაც და ზუსტად იგივე თქვა ეუთო/ოდირის დელეგაციამ და შეერთებული შტატების საელჩომ.“,-განაცადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები