ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და მეორე მხრივ, რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე იმ პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა

ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და მეორე მხრივ, რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე იმ პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა

ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და მეორე მხრივ, რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე იმ პოლიტიკური პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ამ საკითხზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და ამ პათოსს ჩვენ ზოგადად ვიზიარებთ და მეორე მხრივ, საუბარია, რომ რაღაც დოკუმენტი უნდა მომზადდეს იმ პოლიტიკური პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა. ეს ერთი მეორესთან, ბუნებრივია, შეუთავსებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, ელოდება თუ არა პრეზიდენტის ვეტოს კონსტიტუციაში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებითთ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ეს საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა“.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანა გახლავთ დახვეწილი დოკუმენტის შემუშავება, ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები