ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში ადგილების ხანგრძლივად დაკავება

ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში ადგილების ხანგრძლივად დაკავება

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პროფესიონალ კადრებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, ის გუნდში ახალ მეთოდს დანერგავს და მხოლოდ ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება პარტიაში ადგილების დაკავება.
“მიზნის მისაღწევად საჭიროა არამარტო სწორად შერჩეული კადრები, არამედ სწორი მეთოდის დანერგვაც, რომ ნებისმიერ თანამშრომელს მისცე სტიმული. ამ მეთოდსაც შემოვიღებ, მათი პროფესიონალიზმი უნდა შეფასდეს, პატიოსნება შეფასდეს, სამსახური შეფასდეს ხალხისადმი და ამის მიხედვით მოხდეს მათი გადანაწილება სხვადასხვა ადგილას. ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში ადგილების ხანგრძლივად დაკავება. მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას და მე ამ სისტემას შემოვიტან. მთელი გუნდი იქნება ვალდებული, ჩადგეს ხალხის სამსახურში და ამის მობილიზებას მე მოვახერხებ. ამ მეთოდით დავარწმუნებ ხალხს, რომ გაყვნენ ისეთ ადამიანებს, ვინც მათ სამსახურში იქნება”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები