ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.014 პუნქტით გაუფასურდა.

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით  0.014 პუნქტით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც  ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით  0.014 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8971 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.8831 ლარი ღირდა.
0.0033 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2390 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2357 ლარი იყო.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები