ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. სესხის გამცემი სუბიექტის ცნება და ეროვნული ბანკის მანდატი ზედამხედველობასთან დაკავშირებით ფართოვდება.

„მნიშვნელოვანია გაფართოვდეს სესხის გამცემი სუბიექტის ცნება, რათა აღნიშნულმა მოიცვას არა მხოლოდ სესხის/კრედიტის გამცემი პირების საქმიანობა, არამედ ისეთი ურთიერთობებიც, რომელიც თავისი შინაარსიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, საკრედიტო ურთიერთობას წარმოადგენს“, – განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.

კანონპროექტით, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაექვემდებარებიან სალიზინგო კომპანიებიც. სებ-ის ფუნქციები გაიზრდება და გავრცელდება უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ღონისძიებებზეც.
არსებული კანონით, სესხის გამცემი სუბიექტის ცნება არეგულირებს მხოლოდ საკრედიტო/სასესხო ურთიერთობებს. სებ-ში მიიჩნევენ, რომ ამან ბაზარზე დაურეგულირებელი სფეროების გაჩენა გამოიწვია.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები