ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს:
კერძოდ, კითხვაზე – როგორ შეაფასებდით საქართველოს პოლიციის საქმიაობას, 60 პროცენტი პასუხობს, რომ „კარგად“, 7 პროცენტი – „ძალიან კარგად“, ამასთან, 18 პროცენტი აცხადებს, რომ – „ცუდად“, 3 პროცენტი კი ამბობს, რომ – „ძალიან ცუდად“. გამოკითხულთა 12 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.
რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და “CRRC – საქართველომ” მედიას, დღეს, 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.
კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის, UKaid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები