ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი იხსნება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი იხსნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, 21, 22, 23 დეკემბერს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალს გაიმართება.

“თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 21 დეკემბერს ოფიციალურად 13:00 საათზე გაიხსნება და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ტრადიციულად ამჯერადაც დააჯილდოებს წლის ბესტსელერ გამოცემებს შემდეგ ოთხ ნომინაციაში:

1. თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნი;

2. ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი;

3. საბავშვო წიგნი;

4. Nonfiction (დოკუმენტური პროზა).

გარდა ამ ოთხი ნომინაციისა, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ასევე, დაჯილდოვდება სამი ადამიანი ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, – ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: კულტურა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები