ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე “ოქროს სიის” გაუქმების გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე “ოქროს სიის” გაუქმების გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე “ოქროს სიის” გაუქმების გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, აღნიშნული გადაწყვეტილება დაგვიანებულიცაა და კარგი იქნებოდა, ცოტა ადრეც გაუქმებულიყო.
​მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პირველ ეტაპზე შესაძლოა, სირთულეები მოჰყვეს, თუმცა, საერთო ჯამში, ეს ბიზნესზე უარყოფითად არ აისახება.
“მიმაჩნია, რომ „ოქროს სიის“ გაუქმებასთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი, მათ შორის – სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა მცირდება 30 დღის ნაცვლად 5 დღემდე, არ მგონია, კომპანიები Cash Flow-ში „გაიჭედონ“ და ეს უარყოფითად აისახოს ბიზნესოპერაციებზე, რაზეც კეთდება აქცენტები ბიზნესმენების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან; გასაგებია, რომ ბიზნესს სჭირდება თანხები საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. პირველ ეტაპზე გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნეს, შეიძლება, შეექმნას საბრუნავი თანხის შემცირებით, მაგრამ ამ მოდელზეა აწყობილი დღეს მთელი ევროპა.
აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის რეგულაციები ისედაც გვავალდებულებს ამ სახის ახალი რეგულაციისა და ეკონომიკური ოპერატორის ცნების შემოღებას, რომელიც წმინდა კონკურენტუნარიანობის პრინციპზე იქნება აგებული. ბუნებრივია, ბიზნესმოდელების გადაწყობა კომპანიებს მოუწევთ, მაგრამ ახლა კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნაკლებობაზე აქცენტირებაც გადაჭარბებულია. ვფიქრობ, მათ ამისათვის აქვთ საკმარისი დრო მიცემული. კერძოდ, ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, ხოლო სხვა შემთხვევაში გამოქვეყნებიდან – 30-ე დღეს;
ასევე, არ მგონია, დღეს ამ “ოქროს სიას” რაიმე დიდი შეღავათი ჰქონდეს მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით კომპანიებს შეეძლოთ, პროდუქციის შემოტანიდან 30 დღის ვადაში გადაეხადათ აქციზის სრული ღირებულება, რადგან საბაჟო და საგადასახადო რეფორმის, მათ შორის, ციფროვიზაციის ელემენტების ფართოდ დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნადაა გამარტივებული საბაჟოზე გაფორმების პროცედურა. ამასთან, “ოქროს სიაში” შემავალ 217 კომპანიას ისედაც ეძლევათ უფლება, საბაჟო გაფორმება ჩაატარონ თავის საწყობებში და მათ წინასწარ მითითებულ ადგილებზე.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულიც კი არის და კარგი იქნებოდა, ცოტა ადრეც გაუქმებულიყო.
რაც შეეხება აქამდე არსებულ მოდელსა და 5-დღიან შეღავათებს. ფაქტია, რომ არსებული 5-დღიანი შეღავათებით ისარგებლა ათეულობით არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა, რომლებიც აფუძნებდნენ რა ახალ ე.წ. ერთჯერად კომპანიებს, დღგ-ს აღარ იხდიდნენ.
​მიმაჩნია, რომ ამ ახალ მოდელს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის პრაქტიკას, აქვს მთავარი – ყველა სახის გადამხდელი უნდა იყოს ჩაყენებული თანაბარ და კონკურენტუნარიან პირობებში და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება. ნიშანდობლივია, რომ ეს პრინციპი ისედაც არის ასახული ჩვენს კონსტიტუციაში”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები