ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გულყრის ეპიზოდი, ახლა კი მისი მდგომარეობა სტაბილურია

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა გულყრის ეპიზოდი, ახლა კი მისი მდგომარეობა სტაბილურია

პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰერმოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი. მე დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი და ასეთი რამ მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმმა რეანიმატოლოგმა, გულიკო ქილიფთარმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა.

ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტთან ყოველდღე მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა“, – განმარტა ექიმმა.

მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მან გონება დაკარგა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები