სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ალბათ ბევრჯერ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, არის თუ არა თქვენი შვილი ფიზიკურად და მორალურად მზად სკოლისთვის. ექიმ კომაროვსკის, რომლის რჩევებს უამრავი მშობელი ენდობა, ძალიან კონკრეტული რეკომენდაციები აქვს.
რას ნიშნავს ფიზიკური მზაობა სკოლისთვის
ბავშვის ინტელექტუალური დონე უნდა შეესაბამებოდეს სკოლამდელი ასაკის განვითარებას. ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარებული: ყურადღება, აზროვნება, მეხსიერება. ამის დასადგენად ფსიქოლოგმა უნდა ჩაუტაროს ტესტირება. ბავშვი მზად უნდა იყოს ახალი ცოდნის მისაღებად. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ემოციურ, სოციალურ და
ინტელექტუალურ მომზადებას.

როგორ გავუჩინოთ ბავშვს სწავლის სურვილი
თამაშით, საუბრით. უნდა დააინტერესოთ, გაართოთ. პირველკლასელს სწავლის სურვილი არ ექნება, რადგან არ იცის ეს რა არის. თქვენ უნდა გაუჩინოთ ინტერესი წიგნებისამი.
თუ ბავშვი “შინაურია”, სკოლაში არ უვლია, შეიძლება მოსამზადებელი კურსების გავლა დასჭირდეს. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროს თანატოლებთან.

ზედმეტი არ მოგივიდეთ
თუ თქვენმა შვილმა იცის კითხვა, ანგარში და ათეული ინგლისური სიტყვა, ეს არ ნიშნავს, რომ ის მზადაა სკოლისთვის. ბავშვს უნდა გაუჩინოთ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. დაზუთხული უცხოური სიტყვები, მიმატება-გამოკლება მთავარი არაა. მას თავის დროზეც ისწავლის. მთავარი ინტერესია. ბავშვს უნდა ჰქონდეს შექმნის, კვლევისა და გამოცნობის უნარი, რაშიც ფანტაზია და თამაში დაეხმარება.

როდის მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში – 6 თუ 7 წლის ასაკში
ექიმი კომაროვსკის აზრით კი, ბავშვის ერთწლიანი დაგვიანებით შეყვანა სკოლაში მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობით უნდა იყოს გამოწვეული. იგი არ აუკრძალავდა ბავშვებს სირბილსა და ხტუნვას, რასაც ზოგიერთები ჰიპერაქტიურობას მიაწერენენ. “ამ პერიოდში ბავშვი ინტენსიურად იზრდება და აქტიურობა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია”.

სკოლის შერჩევა
ნუ მიიყვანთ ბავშვს გვერდით მდებარე სკოლაში, მოხერხებულობის გამო. უმჯობესია, გაიკითხოთ სადაა კარგი სწავლა, პედაგოგი (რეიტინგის მიხედვით), როგორი იმიჯი აქვს სკოლას და იქ მიიყვანოთ ბავშვი. ექიმი კომაროვსკის აზრით, მისთვის საუკეთესო სკოლაა ის, სადაც სწავლა 10-წლიანია, არის სპორტული დატვირთვა და აუზი.
მსგავსი სიახლეები

ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში მსოფლიოს 84 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერს.
