ექიმების ინფორმაციით, ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან

ექიმების ინფორმაციით, ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან

ვაკეში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ვაკეში მომხდარის შედეგად დაჭრილ ორივე პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მათ მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებათ“, – განაცხადეს საავადმყოფოში.

ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “პიქსელ ცენტრთან” ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. არსებული ინფორმაციით, ორივე აღნიშნული ცენტრის თანამშრომელია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები